თბილისი. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აქვეყნებს მასალას ცნობილი ქალი მოგზაურის, კარლა სერენას საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით მზადდება.
„1881 წელს კარლა სერენა მეორედ ეწვია საქართველოს და სწორედ მაშინ მოამზადა ფოტოები და ჩანახატები, რომლებიც მოგვიანებით ფრანგულ ჟურნალ – „Le Tour du Monde“-ში გამოქვეყნებულ სტატიებს დაერთო თან. მთლიანობაში თერთმეტი სტატია გამოქვეყნდა, რასაც ათეულობით ილუსტრაცია ერთვოდა. შეიძლება ითქვას, რომ კარლას სტატიების მთავარი ღირსება არის სწორედ ეს ილუსტრაციები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვან ამბებს გვიამბოს, ვიდრე თავად სტატიები. თემატიკის თვალსაზრისით, ილუსტრაციები მოიცავს როგორც ციხეებს, ეკლესიებს, ქალაქების ხედებსა და პეიზაჟებს, ასევე სხვადასხვა წარმომავლობისა თუ სოციალური ფენის ადამიანებს, ოჯახური წვეულებებისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სიუჟეტებს“, ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: media.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)