თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი (EMC) აქვეყნებს მაკაუ მუტუას პუბლიკაციის თარგმანს: ველურები, მსხვერპლები და მხსნელები: ადამიანის უფლებათა მეტაფორა. „ეს სტატია არის მცდელობა, ადამიანის უფლებათა მოძრაობის მომხრეებში გამოიწვიოს გარკვეული აღიარებები, რომელთა ნაწილიც მათ სიმშვიდეს საგრძნობლად დაურღვევს. სტატია ითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველები მეტად თვითკრიტიკულები იყვნენ, რათა დასძლიონ ის პრობლემური რიტორიკა და ისტორია, რომელიც გარკვეულწილად აყალიბებს ადამიანის უფლებათა მოძრაობას. ამასთან ერთად, სტატია არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა საქმიანობის მიკერძოებულ თუ აროგანტულ რიტორიკასა და ისტორიას განიხილავს, არამედ ცდილობს შეეჭიდოს ადამიანის უფლებათა პროექტის იმ წინააღმდეგობებსაც, იმ „დიდგვაროვნებასა და არისტოკრატულობას“, რომელიც ადამიანის უფლებათა პროექტს მართავს და რომელიც მომდინარეობს ურყევი რწმენიდან, რომ ადამიანები და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკური საზოგადოებები შეიძლება აღმატებული მორალურობის მიერ იმართებოდეს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)