თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს.
„გასაუბრების პროცესის ღიაობა და საჯაროობა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ფართო საზოგადოებისათვის შესაძლებელი გახდა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაციის ნათლად დაენახვა. როგორც მოქმედ მოსამართლეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპეტენციისა და მათი კეთილსინდისიერების შეფასება. თავად კონკურსი არ იყო წარმომადგენლობითი იურიდიული პროფესიების მონაწილეობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით შეიმჩნეოდა პასიურობა ადვოკატთა კორპუსისა და აკადემიური წრეების მხრიდან. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებული იქნა სასამართლო სისტემის კორპორატივიზმით, ჩაკეტილობით, კეთილსინდისიერი იურისტებისთვის სასამართლოში არსებული არასახარბიელო ვითარებით, კონკურსის პროცედურების მიმართ (დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, დახურული კენჭისყრა) ასევე შემრჩევი ორგანოს (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს) მიმართ უნდობლობით“, ნათქვამია შეფასებაში.
წყარო: coalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)