en
ge

სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა

თბილისი. 21 ივნისს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა კვლევის და ფილმის პრეზენტაცია გამართა. სტუდია მონიტორის მიერ გადაღებული ფილმი ეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგებს. მასწავლებლები მათი გათავისფულების მიზეზს მათი ოჯახის წევრების ოპოზიციურ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ. სტუდია მონიტორმა რამდენიმე ასეთი შემთხვევა შეისწავლა და გაარკვია, რომ მათი გათავისუფლების ბრძანებაში საფუძველი დაკონკრეტებული არ არის. ფილმში ასევე აღწერილია თუ როგორ ხორციელდება ცვლილებები და რეფორმები განათლების სამინისტროში 2005 წლიდან დღემდე.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა სამოქალაქი განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც იკვლევდა სასკოლო თემის დამოკიდებულებას სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკისადმი. კველვა ორ ნაწილად მიმდინარეობდა, რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით. იგი თბილისის სკოლებს მოიცავს და მე–6–დან მე 12 კლასამდე მოსწავლეების და მათი მშობლების დამოკიდებულებას იკლევს, კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფებიც. გამოიკვლიეს შემდეგი საკითხები: სკოლის კლიმატი, ძალადობის შემთხვევები სკოლაში და გარეთ, დამოკიდებულებები და წარმოდგენები და განსხვავებები  ამ დამოკიდებულებებში. 
დღევანდელი ღონისძიება პროექტის  – „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების” –ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)