თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ 20 ივნისის შემდგომ მიმდინარე აქციების პროცესში საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არაერთხელ შეეზღუდათ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს და არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლებს.
„პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა შეინარჩუნოს ღიაობისა და გამჭვირვალობის ის მიღწევები, რომელიც მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია და საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მივმართავთ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს საპარლამენტო ღიაობისა და პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს 20 ივნისის შემდგომ პერიოდში პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა და პარლამენტის წევრთა შესვლის აკრძალვის ფაქტები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)