თბილისი. დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ" კლევის - „ზემო სვანეთში, იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლებლობის შეფასება" - პრეზენტაცია გამართა.
კვლევაში მიმოხილულია ზემო სვანეთში იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობები; შეფასებულია ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი არსებული გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა დაცული ტერიტორიის მეშვეობით; ასევე - რომელი კატეგორიის დაცული ტერიტორიის შექმნა იქნება უფრო მისაღები გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
კვლევა მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)