თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კოალიციას „ძლიერი თვითმმართველობისათვის" შექმნის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი ეხმიანებიან ხელისუფლების მიერ მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ფართომასშტაბიან რეფორმას. „რეფორმის ეფექტური განხორციელებისა და მისი შედეგების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე ცხრა ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში „ძლიერი თვითმმართველობისათვის”, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომლის წევრებიც არიან შემდეგი ორგანიზაციები:
სათემო განვითარების ცენტრი (თბილისი); კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) (თბილისი); სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ასოციაცია (თელავი); ბიო-მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა” (თბილისი); დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი); ასოციაცია ”ათინათი” (ზუგდიდი); ფონდი ”აფხაზინტერკონტი” (ქუთაისი); სათემო კავშირი ”ნუკრიანი” (სიღნაღი); საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი);
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში