en
ge

სასამართლო პროცესების მონიტორინგის მესამე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე თბილისის, ბათუმის, ხელბაჩაურის, გორის, თელავისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნული მონიტორინგი საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის პროექტის პირველი და მეორე ეტაპი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით განახორციელა. მონიტორინგის მესამე ეტაპი კი 2012 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. „მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს ფაქტებზე დაფუძნებულ ობიექტურ მონაცემებს და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დასკვნები ხელს შეუწყობს მომავალში სისხლის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში პოზიტიურ ცვლილებებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო:gyla.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)