თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ „პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არ და ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და საფრთხეს შეუქმნის შეწყალების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დანიშნულების პრაქტიკულ იმპლემენტაციას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა აღადგინოს შეწყალების საკითხთა კომისია და დააკომპლექტოს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური პირებით“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)