თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს განცხადებას და თვლის რომ „ექსტრადიციის საკითხის განხილვისას უხეშად არის უგულვებელყოფილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი უნდა შეფასდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავ ქმედებად. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რამზან ახიადოვის ექსტრადაციისას საქართველოს ხელისუფლებამ არასწორად შეაფასა და უგულებელყო მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკები, რითიც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც მსგავს პირობებში ექსტრადაციის დაუშვებლობას იმპერატიულად ადგენს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)