თბილისი. რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერებმა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
დოკუმენტი, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.
წყარო: http://nala.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)