კახეთი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის თანამშრომლებმა ახმეტის ინოვაციების ცენტრში გამართეს შეხვედრა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებთან.
„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების და პრაქტიკის გაზიარება, ასევე ინფორმაციის მიწოდება გენდერული ნიშნით ძალადობის მახასიათებლებზე. საუბარი შეეხო ძალადობის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს და პოლიციის როლს“, ნათქვამია ომბუდსმენის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)