ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვასა და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ლაგოდეხი პირველია იმ ოთხ მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ამ ხელშეწყობის შედეგად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე ჩაატარა. უკვე დაწყებულია ტყის აღრიცხვა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ამ სიას დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება.
ტყის აღრიცხვაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარეს. სულ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით 15 სპეციალისტი გადამზადდა.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)