თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იგი სექსუალური შევიწროების საკითხებზე პრევენციულ მუშაობას მიეძღვნა.
„შეხვედრა მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების საკითხებში იმ სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევაში არიან ჩართულები“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)