თბილისი. ევროკავშირი (EU) და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლასთან, მერსი ქორფსთან, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთან (RDFG) და ლუარეს სოფლის მეურნეობის პალატასთან პარტნიორობით, ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების მხარდასაჭერად საქართველოში.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გლობალური პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია ფინანსური ინკლუზიურობის დონის ამაღლება და ბაზრებთან წვდომა მცირე კომერციული მეურნეობებისთვის. პირველი კომპონენტი დაფინანსდა Proparco-ს, AFD-ის სუბსიდიარი კომპანიის მიერ, რომელიც კერძო სექტორს შეეხო აგროსაკრედიტო ხაზების გახსნით ორი ძირითად საფინანსო დაწესებულებისთვის საქართველოში.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)