თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს შრომის კოდექსის პროექტის შენიშვნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებული სამართლებრივ მდგომარეობას, საიას კოდექსის პროექტზე წარადგენს შენიშვნებს, რომელთა ერთი ნაწილი პრინციპული ხასიათისაა და მათზე შეთანხმება მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, მეორე ნაწილი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ვფიქრობთ, რომ დამატებით უნდა იყოს გათვალისწინებული საკანონმდებლო პაკეტში, ხოლო რაც შეეხება შენიშვნების მესამე ნაწილს, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ისინი განხილული იყოს კანონპროექტზე შემდგომი მუშაობის დროს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)