თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეთა საქმე“.
„სტალინური ტერორი და მასობრივი კონტროლი სრულფასოვნად ვრცელდებოდა სკოლებზეც. ცენტრალური კომიტეტი განათლების სახალხო კომისარიატთან ერთად აქტიურად უწევდა მონიტორინგს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, არსებულ მდგომარეობას, დისციპლინურ, შინაარსობრივ თუ სხვა ტიპის გადაცდომებს. როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დააკმაყოფილებდა სისტემის მოთხოვნებს, პასუხისმგებლობა მასწავლებლებს ან მშობლებს ეკისრებოდათ.[5] საქართველოს ცენტრალური კომიტეტის („ცეკას“) განსაკუთრებული სექტორის 1937 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოხსენებითი ბარათები ცხადყოფს, თუ როგორ აისახებოდა 1930-იანი წლების საბჭოთა პოლიტიკა ქართულ სკოლებზე და როგორ მიმდინარეობდა მასობრივი კონტროლი მოსწავლეებზე, მათ მშობლებსა და მასწავლებლებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ გვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)