კახეთი. 2 აპრილს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ლექცია თემაზე: ,,საქართველოს სოციალური პოლიტიკა’’.
შეხვედრა „სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრის" პროექტის „თელავის მუნიციპალიტეტში ადვოკატირების საშუალებით მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის საქმეში" ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე განხილული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტატუსის მინიჭების წესზე (ოჯახის შეფასების მეთოდოლოგია, განკუთვნილი ბენეფიტები და შეღავათები); თელავის სტატისტიკაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შესახებ; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კონტროლის მექანიზმები; ბავშვთა ზრუნვის პროგრამების მიმოხილვა და სხვა.
„სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ლიზი სოფრომაძეს თქმით, „სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრის" პროექტი მიზნად ისახავს თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხილვის პროცესში, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გამტკიცებას.