თბილისი. 11 ოქტომბერს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, ევროსასამართლოს მიერ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.
ევროსასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 12 წლის შემდეგ მიიღო და დაადგინა, რომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დარღვეულია ევროკონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მე-2 ნაწილი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას გულისხმობს. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.
ირაკლი ბათიაშვილის ინტერესებს ევროპის სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 2007 წლიდან იცავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)