შიდა ქართლი. 12 ოქტომბერს „გორის დღე 2019“ გაიმართა, რომელიც ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობით გამოირჩეოდა - გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდა.
„მოეწყო სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა. სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო, ჭაჭა და მონაწილეობა მიეღოთ ყურძნის წურვის, ჩურჩხელებისა და ხელნაკეთი ნივთების მომზადების პროცესში. მთელი დღის განმავლობაში დღესასწაულის ფარგლებში უწყვეტად მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)