კახეთი. 3 აპრილს თელავის
დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში სპორტისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს მრგვალი მაგიდის
შეხვედრა გაიმართა,
რომელსაც კახეთში
მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი
იყო სპორტისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტულ
მიმართულებებზე, რომელიც მორგებულია ახალგაზრდებზე.
ნანა ათუაშვილი,
არასამთავრობო ორგანიზაცია ვოლდ ვიჟენის წარმომადგენელი. „აღნიშნული
შეხვედრაზე დასწრება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახალგაზრდების კუთხით ახორციელებენ პროექტებს.
ასევე მნიშვნელოვანია რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა ამ საქმიანობაშიც".