თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), CRRC-საქართველო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ერთობლივ სტატიას: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ.
„რა იცის საზოგადოებამ ამ პროცესის შესახებ საქართველოში, როგორია მათი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ? 2019 წლის 5-დან 11 სექტემბრამდე ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია სასამართლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით, დიდ ნაწილს არ სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ, არ ენდობა მას და ასევე უმეტესად არ სმენია შერჩეული კანდიდატების შესახებ“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)