en
ge

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრიორიტეტების განხილვა

აჭარა. 3 აპრილს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხდომათა დარბაზში გაიმართა აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა. შ
ეხვედრაზე მოწვეული იყვნენ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანად ისახავდა ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების საჯარო განხილვას და მათი გადაჭრის გზების შემუშავების მიზნით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების 2014 წლისათვის პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მოსამზადებელ ეტაპზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა. გეგმის თანახმად მომავალ წელს ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების რაოდენობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)