ქვემო ქართლი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ხულდარას, ქვემო სარალის, აღმამედლოსა და კასუმლოს სოფლების სათემო ცენტრებთან ერთად მარნეულის მერს და საკრებულოს პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის შემუშავების პროცესისთვის რეკომენდაციების და ხედვების დოკუმენტი გაუზიარა.
დოკუმენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი ვიზიტების, ადგილობრივ აქტივისტებთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა და ის ცდილობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მაქსიმალურად გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, მათთვის უფრო სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის და ინკლუზიის პოლიტიკა.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)