en
ge

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებს სასამართლომ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებს სასამართლომ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (შაია) ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებს სასამართლომ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

„სასამართლოში იმ 16 პირის საქმე განიხლებოდა (მათ შორის 8 ჟურნალისტი), რომელთა სისხლის სამართლის საქმეში საია თავიდანვე ჩაერთო. ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს, სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა. ნაწილ მათგანს, დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს - პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ ცნო“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)