en
ge

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ცალკეული ქვეყნების როლი

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია წიგნის – ამერიკელი ჟურნალისტის მაიკლ ლუისის „ბუმერანგი – მოგზაურობა ახალ მესამე სამყაროში" – პრეზენტაციას აწყობს. ამერიკელი ჟურნალისტის წიგნი ეხება მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და ცალკეული ქვეყნების როლს აღნიშნული კრიზისში. ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნში არის ის, თუ რატომ არ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა და ქვეყნებმა ე.წ. ვირტუალურ რეალობაში. კერძოდ, როგორ არ უნდა მისცენ თავს უფლება, ერთის მხრივ, სახელმწიფო მეთაურებმა, ხოლო მეორე მხრივ, რიგითმა მოქალაქეებმა, მყარი საფუძველისა (გარანტიის) და არცთუ სტაბილური შემოსავლის პირობებში, ფუფუნებაში იცხოვრონ სესხად აღებული თანხებით. წიგნში აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო შემთხვევები, რომლებიც მინიმუმ კრიზისის მაპროვოცირებელნი გახდნენ. საინტერესოა, რომ მკითხველი, ბევრ შემთხვევაში, ქართულ რეალობასთან იპოვის მსგავსებას.
„რადარამი" წიგნის პრეზენტაციას 6 აპრილს გეგმავს ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)