en
ge

სამართლიანი არჩევნები გათავისუფლებების შესახებ

თბილისი. სამართლიანი არჩევნებმა ადგილობრივი თვითმმართველობებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ მორიგი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან რეორგანიზაციის შედეგად 30 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამ საკითხზე ორგანიზაციამ ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით უკვე მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
„სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებიდან კვლავ გრძელდება თანამშრომელთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დათხოვნისა და ახალი კადრების კონკურსის წესის გარეშე, ე.წ. „მოვალეობის შემსრულებლად" აყვანის ტენდენცია. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა უზრუნველყოს მსგავსი სახის გაუმართლებელი პრაქტიკის პრევენცია", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)