სამცხე-ჯავახეთი. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, საქართველოს რეგიონებში, 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების სფეროში მიღწეული პროგრესისა და 2021-2027 წლების პრიორიტეტების თემაზე, შეხვედრები მიმდინარეობს.
ბორჯომში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის განხორციელებაზე და 2021-2027 წლების სამომავლო სტრატეგიის პრიორიტეტებზე. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)