აჭარა. 7 ნოემბერს, ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და სარგებელზე ბათუმის №13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ შენგენის ზონის ქვეყნები და ის წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის არის საჭირო. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, ევროპაში მოგზაურობისა და განათლების მიღების შესაძლებლობაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)