თბილისი. კავშირი საფარი აქვეყნებს საინფორმაციო ბლოგპოსტს, რომელიც პაემანზე ნარკოტიკების შეტყუებით სექსუალურ ძალადობაზე მოგვითხრობს. რა ხერხებს მიმართავენ მოძალადეები თქვენს წინააღმდეგ, როგორ უნდა დაიცვათ მათგან თავი და რა ზომებს უნდა მიმართოთ ინციდენტის შემთხვევაში - ამ კითხვებზე პასუხს ორგანიზაციის ბლოგპოსტში იპოვით.
„ზოგადად, „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკად“ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ნარკოტიკი, რომელიც პოტენციური მსხვერპლის გონების დაბინდვას და მისი წინააღმდეგობის უნარის წართმევის მდგომარეობას იწვევს, მათ შორის ზოგიერთი ურეცეპტოდ დაშვებული პრეპარატი, ასევე ე. წ. ქუჩის ნარკოტიკები, მაგალითად ჰეროინი. ასევე „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკად“ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანაფიც და დიდი რაოდენობით ალკოჰოლიც. თუმცა, „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკებად“ მოძალადეები მაინც სპეციფიკურ პრეპარატებს იყენებენ, რომელთა ასპროცენტიანი შედეგის იმედი აქვთ“.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)