თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეხმიანება საქართველოს პარლამენტში 2019 წლის 2 ოქტომბერს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს.
„უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ზრდის ერთი მხრივ საზოგადოების თითოეული წევრის დამოკიდებულებას თანამედროვე ელექტრონულ სისტემებზე, ხოლო მეორე მხრივ აძლიერებს სახელმწიფო სერვისების, სტრუქტურების და უსაფრთხოების სისტემების დამოკიდებულებას მუდმივად განახლებად ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც ბუნებრივად წარმოშობს როგორც საგარეო, ასევე, საშინაო რისკებს. ასეთი რისკების განსაზღვრა და მათი დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა აუცილებელია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)