კავშირი „საფარი“ აქვეყნებს theguardian.com-ზე გავრცელებული ბლოგ პოსტის ქართულენოვან თარგმანს.
„იაპონურ საზოგადოებაში გავრცელებული სილამაზის სტანდარტების გამო, მხედველობის პრობლემების მქონე ქალებს აქ დამსაქმებელი აიძულებს, სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზები გამოიყენონ. ჰეშთეგი „სათვალის აკრძალვა“ (#メガネ着用禁止) იაპონიის სოციალურ ქსელებში ამ კვირაში ძალზე პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ტელეარხმა Nippon-მა სიუჟეტი გაუშვა იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც თავის ახლო- ან შორსმხედველი თანამშრომლებისგან სამუშაო ადგილას სათვალის ნაცვლად კონტაქტური ლინზების გამოყენებას მოითხოვდნენ. ფლეშმობის ფარგლებში, იაპონელმა ქალებმა Twitter-ზე თავისი სათვალის ან სათვალეში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ზოგიერთმა მსგავსმა ტვიტმა 25 000 რეტვიტიც კი დააგროვა“.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)