გურია. 1 მაისიდან საზოგადოებრივ ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრი" იწყება დასაქმებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას პირობითმ
სჯავრდებულთათვის.
დასაქმების პროგრამა მოიცავს
ერთვიან სასწავლო კურსს პირობითმსჯავრდებულთთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე, სტაჟირებასა და უშუალო დასაქმებას სხვადასხვა დაწესებულებაში.
მცირე ბიზნესის მხარდაჭერის
პროგრამა მოიცავს მცირე ბიზნესის მართვის ორთვიან კურსს და მიკროგრანტების პროგრამას
ბიზნესის დაწყების მსურველ პირობითმსჯავდებულთათვის.
თითოეული პროგრამა გათვლილია 30 პირობითმსჯავრდებულზე. ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18-35 წლამდე.
ასაკობრივი ზღვარი არ ეხება ქალბატონებს.
პროგრამაში მონაწილე პირობით
მსჯავრდებულებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია „გურიის ახალგაზრდულ რეურსცენტრში" ან გურიის პრობაციის ბიუროში. რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 4 აპრილს და გაგრძელდება 20 აპრილამდე.
დასაქმებისა და მცირე
ბიზნესის პროგრამა ხორციელდება პროექტის – „პირობითმსჯავრდებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების
რეინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა" – ფარგლებში, რომელსაც
ახორციელებს „გურიის ახალგაზდული რესურსცენტრი"
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.