თბილისი. არჩევნების პროპორციული სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED) განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13 ნოემბერს პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს. 12 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს: მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში - შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას; ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას - მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)