თბილისი. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს.
„ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს დაუყოვნებლივ მიმართოს ევროსასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოსათვის ვალდებულების დაკისრებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გამოუსწორებელი შედეგები. მით უმეტეს, არსებობს უკვე დადასტურებული ფაქტები, როდესაც საოკუპაციო ძალებთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ტრაგიკულად დასრულდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: https://article42.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)