თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას
გამოთქვამენ იმ მძიმე და სახიფათო მდგომარეობის გამო, რომელიც თბილისის ეკოლოგიისა
და გამწვავენების სფეროში შეიქმნა. თბილისის მერისა და საკრებულოსადმი მიმართვაში
აღნიშნულია, რომ თბილისში არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური მდგომარეობაა, რასაც
თან ერთვის ქალაქის მწვანე საფარის მდგომარეობა. არასამთავრობოები ასე ხაზს
უსვამენ გამწვანების სფეროში შესყიდვების პროცესში არსებულ პრობლემებს.
„ჩვენი აზრით, ზემოხსენებული პრობლემების ძირითადი
მიზეზი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ კანონმდებლობით მასზე
დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაა", ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები რეკომენდაციით მიმართავენ ქალაქის მერსა და საკრებულოს –
„განიხილონ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და მუნიციპალური
შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის
საკითხი".
წყარო: www.transparency.ge