სამეგრელო. 25 ნოემბერს, 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის აღმოფხვრის შესახებ დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
„კამპანიის ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრი თემატურ ღონისძიებებს გამართავს. ამ დღის აღსანიშნავად ცენტრის წევრებმა, კესო ფირცხელავამ და თეონა ზარავანდაშვილმა მოაწყვეს შეხვედრა სოციალურ საწარმო „მეგო-ბარში“. შეხვედრის თემა ეხებოდა გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნების მართვას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)