აჭარა. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World AIDS Day) ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ფილიალი შეუერთდა ამ დღეს და მოხალისეებთან ერთად პროექტ „მზად ვართ რეაგირებისთვის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
„შეხვედრის დროს განხილულ იქნა შემდეგი თემები: აივ/შიდსი და მისი გავრცელება. აივ/შიდსი და მისი პრევენცია. აივ/შიდსი და სტერეოტიპები. აივ/შიდსი და ადამიანის უფლებები. შეხვედრის დასასრულს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მოხალისეები გაეცნენ აივის სწრაფი ტესტის გაკეთების მეთოდს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)