en
ge

„კარგი ჯანმრთელობა მატებს წლებს სიცოცხლეს“

იმერეთი. 5 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქალაქის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს სახელწოდებით „კარგი ჯანმრთლეობა მატებს წლებს სიცოცხლეს", აქციაში მონაწილოება 34 წევრმა მიიღო. საინფორმციო კამპანიის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის საკითხებზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მოსახლეობის ინფორმირება ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ახალგაზრდებმა მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების, ვირისული დაავადებების, თამბაქოს მავნებლობის, აივ ინფექცია/შიდისის და ნარკომანიის საკითხებზე მომაზადებული პოსტერები და ბროშურები დაურიგეს. საინფორმაციო კამპანია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)