თბილისი. „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს გადაწყვეტილებით, წელს კატო მიქელაძის პრემიის თემა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთა იყო. ჯილდოზე წარდგენილი იყო 16 ქალი, რომლებიც მომიჯნავე სფეროებში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
2019 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ხატია ღოღობერიძე გახდა. გამარჯვებულს გადაეცა საერთაშორისო ფემინისტური ფონდი - მამა ქეშის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს მის დასწრებას გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სხდომაზე, რომელიც ნიუ იორკში 2020 წლის მარტში გაიმართება.
წყარო: www.womenfundgeorgia.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)