გურია. 5 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ გერმანელმა მოხალისეებმა ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაციები მოხალისეობის სერვისების შესახებ.
პროცესი ინტერაქტიური იყო და მოზარდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჯგუფებში ემუშავათ შემდეგ საკითხებზე:
• მოხალისეთა მუშაობისა და დაინტერესების ასპექტები;
• კონკრეტულ მოხალისეობრივი პროგრამების მნიშვნელობა;
• დაბრკოლებები და ბარიერები მოხალისეობის პროცესში;
• წარმატებული მაგალითების განხილვა;
• ინტერესებისა და შესაძლებლობების თანხვედრა;
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)