თბილისი. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„წინამდებარე განცხადებით, გვსურს, გასული წლების მსგავსად, შევახსენოთ ხელისუფლებას და საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა. სწორედ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განაპირობებს ქვეყანაში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. ადამიანი და მისი ღირსება უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. გადაწყვეტილების მიმღები პირები, თავიანთი უფლებამოსილებების შესრულების პროცესში, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უნდა იყვნენ შებოჭილნი“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)