2019 წლის 2-7 დეკემბერს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-18 სხდომა გაიმართა. ასამბლეა, რომელიც 123 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შედგება, ჰააგის სასამართლოს მმართველობის საზედამხედველო და საკანონმდებლო ორგანოა და მინიმუმ, წელიწადში ერთხელ იკრიბება.
ასამბლეის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებსა და სხვადასხვა შეხვედრებში მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი, საერთაშორისო სამართლიანობა და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)