სამეგრელო. ზუგდიდში, ახლადდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის" ინიციატივით, თვითმმართველობის განვითარების ახალი სტრატეგიის კონცეფციის განხილვა გაიმართა, 5 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის დამფუძნებლის თენგიზ თქმით,არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თვითმმართველობის განვითარების ახალი სტრატეგიის მოსახლეობისთვის გაცნობა და მათთან ერთად კონკრეტული წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავება იქნება.