თბილისი. ღია საზოგადოების ფონდმა, დღეს, წარმოადგინა ანგარიში კვლევისა, რომელიც ასახავს თუ როგორ იგეგმება და ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში.
დოკუმენტი აღწერს შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობას ადგილობრივი ბიუჯეტისა და პროგრამების შედგენის პროცესში; აანალიზებს ბიუჯეტის ხარჯვის, შშმ პირთათვის დაფინანსებული დახმარებების, მომსახურებისა და პროგრამების ეფექტურობას.
ხარვეზების აღწერასთან ერთად, დოკუმენტი სახელმწიფოს სთავაზობს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ბიუჯეტის და პროგრამების დაგეგმვა და გაიზარდოს შშმ პირების მონაწილეობა ამ პროცესში.
წყარო: https://osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)