en
ge

დედათა საკითხი–საუბრები ილიაზე

თბილისი. „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში" 5 აპრილს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ციკლიდან „საუბრები ილიაზე" მორიგი ლექცია გამართა. ამჯერად საუბარი ილიას შემოქმედებაში დედათა საკითხს შეეხო. ლექციაზე განხილული იყო გენდერული თანასწორობა და საერთოდ ადამიანთა თანასწორობა, როგორც განვითარებული ქვეყნის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი. ლექციაზე  გაიხსესნეს ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  გადადგეს ქალებმა  საზოგადობაში სრულფასოვანი ადგილის დასამკვიდრებლად. ასევე ნაჩვენები იყო ის ფუნდამენტური განსხვავებები, რითაც ეს პროცესი  განსხვავდებოდა დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა და რუსეთში. დისკუსიის ერთ-ერთი თემა გახდა გენდერული თანასწორობის საკითხი დღევანდელ საქართველოში და ამ კუთხით ცვლილებები შრომის ბაზარზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)