en
ge

ერთობლივი ექსკურსია

სამცხე–ჯავახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის – „ვიმეგობროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან" –  ორგანიზებით ახალციხის ციხეს უსინათლო ბავშვთა სკოლისა და ქართულ-ბრიტანული აკადემიის მოსწავლეები ესტუმრნენ. 
უსინათლო ბაშვებს გამცილებლობას ქართულ-ბრიტანული აკადემიის მოსწავლეები უწევდნენ. მათ სპეციალური გადამზადება გაიარეს, რათა უსინათლოებს არ შექმნოდათ პრობლემები გადაადგილებისას.
ორგანიზაცია „ვიმეგობროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან” წარმომადგენელი გიორგი ჯუანშერიშვილის განმარტებით: ექსკურსიაზე უსინათლო, მცირე მხედველი ან მხედველი ბავშვები დააწყვილეს. მეწყვილეები ბავშვებს უხსნიდნენ და ასწავლიდნენ ტექნიკას, თუ როგორ უნდა შეიგრძნოს და აღიქვას უსინათლომ გარემო, რადგან უსინათლო ადამიანი ხელის მოკიდებით აღიქვამს სამყაროს. 
გიორგი ჯუანშერიშვილი თქმით ,,ქართულ-ბრიტანული აკადემიის მოსწავლეებს უკვე სწორი შეხედულება შეექმნებათ უსინათლო ბავშვებზე, არ ექნებათ სტერეოტიპული მიდგომები და მათი რეალური შესაძლებლობები ეცოდინებათ: ამ პროექტის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოხდეს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება, საზოგადოებამ დაინახოს და სწორად აღიქვას უსინათლო ბავშვები ან მცირე მხედველი ბავშვების შესაძლებლობები”. 


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)