en
ge

ეკოლოგიური ღონისძიება ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთი. ახალციხის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მცირე გრანტების პროექტის ,,ახალგაზრდა ჟურნალისტის" ფარგლებში, ეკოლოგიური ღონისძიება მოაწყვეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო ნარჩენებისგან გაწმინდეს და საგულდაგულოდ დაასუფთავეს. შემდეგ კი ჟურნალისტებთან ერთად აქციის შესახებ სიუჟეტი მოამზადეს. 
პროექტი ,,ახალგაზრდა ჟურნალისტი"  ადგილობრივ ტელეკომპანია მეცხრე არხთან თანამშრომლობით, ამერიკული ორგანიზაცია ,,ფიეიჩ ინტერნეიშენალისა" და აშშ განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 2013 წლის იანვრიდან ხორციელდება. დამამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ჟურნალისტიკის პროფესიას  ეცნობიან და სიუჟეტების მომზადებაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ. 




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023