კახეთი. 8 აპრილს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თელავის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა თვითმართველობის საქმიანობის გამჭირვალობის ხელშეწყობას, ასევე, კომუნიკაციას თვითმართველობასა და არასამთავრობო სექტორს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და განიხილეს ყველა ის საკითხი რაც დღეს ხალხს აწუხებს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ყურაშვილი: ,,შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ მათთან ერთად განგვეხილა პროექტები, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი. მსგავს შეხვედრებს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი".