თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად აფასებს ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)